What's new

უარყოფილია Bad LSPD | Seelien Crossford

Status
Not open for further replies.

Seelien Crossford

Member
სერვერის მოთამაშე
პირადი ფოტო:

1713701692851.png



სახელი გვარი: Seelien Crossford
ასაკი: 32
დაბადების ადგილი: San Francisco
მშობლები: Rhaego Crossford - Rhaenyra targaryen
სიყვარული: მარტოსული
სქესი: მამრობითი
ოჯახური მდგომარეობა: მშობლები გარდაცვლილი, დასაოჯახებელი
გარეგნობა: სიმაღლე: 1.86 | თმის ფერი: თეთრი | თვალის ფერი: ღია ლურჯი | აღნაგობა: ათლეტური




Seelien - ის ბავშვობა

Seelien დაიბადა 1991 წლის 7 ივლის, კანადაში. ბავშობის დიდი წყლები კანადაში გაატარა, სადაც ფუფუნებაში ცხოვრობდა და არაფერი აკლდა. ორივე მშობელს თავისი დამოუკიდებელი ბიზნეს კომპანია გააჩნდა, შესაბამისად Seelien-ს არაფერი აკლდა. და ძმა არ ყავდა, დედის ერთა იყო. მამამისთან და დედამისთან დიდ დროს არ ატარებდა, ოჯახის საქმიანობის დატვირთულობიდან გამომდინარე, მაგრამ ხშირად ეხმარებოდა ბიზნეს საქმეებში და სწავლობდა. როდესაც 15 წლის გახდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა, კერძოდ Los Angeles, California. გარემოს საკმაოდ კარგად შეეჩვია. განათლებით საკმაოდ კარგ მდგომარეობაში იყო და ნიშნებთან პრობლემები არ გააჩნდა, პარარელირად 16 წლის ასაკში სკოლაში ამერიკული ფეხბურთის კაპიტანიც გახდა. 2008 წელს, 17 წლის ასაკში დაასრულა სკოლა, სადაც ერთ-ერთ საუკეთესო მოსწავლედ გამოაცხადეს. მოწვევები არაერთი უნივერსიტეტიდან ქონდა, მაგრამ საბოლოდ ჰარვარდის უნივერსიტეტი გადაწყვიტა.


განათლება
2008 წლელს Harvard-ში სასწავლებლად წავიდა, სადაც კარგად და მარტივად შეეწყო ყველაფერს. 6 წლის განმავლობაში საავიაციო ფაქულტეტზე სწავლობდადა ბოლო 3 წელი პარარელურად სხვა სახის განათლებასაც იღებდა, როგორიცაა მაგალითად სამედიცინო და სამართალის კურსები. 2014 წელს უნივერსიტეტის დასრულების შემდგომ, ჩაერთო მამამისის ბიზნეს საქმეებში, სადაც შეისწავლიდა ბიზნეს საკითხებს. გააჩნია, რამოდენიმე სახის დიპლომი. ესენია: სამედიცინო, საავიაციო, პროგრამირების და სამართლის. ამ ყველაფერში უწყობდა მისი ფოტოგრაფიული მეხსიერება.


არმიაში გაწვევა.
22 ასაკში, წავიდა სავალდებულო ჯარის მოსახდელად. ოჯახური ნაცნობობიდან გამომდინარე, თავდაცვის ძალების მწვანე ბერეტებში მსახურობდა. გუნდში, თავისი უნარებით მკაფიოდ გამოირჩეოდა. ავღანეთში გამწვავებული დაძაბულობის გამო, თავისი გუნდი გაგზანეს. ავღანეთში ისწავლა თუ როგორ მოქცეულიყო რთულ სიტუაციებში. ერთ-ერთ ქალაქში პატრულირების დროს, თავის გუნდს ტერორისტები დაესხნენ თავს სადაც მეთაური დაკარგეს. მეთაური Seelien - ით ჩაანაცვლეს და ოფიციალურად გუნდის ხელმძღვანელი ის გახდა. 1 წლის განმავლობაში მისმა გუნდმა, როგორც ავღანეთში ასევე მთლიან თავდაცვლის ძალებში სახელი გაითვა მათი გმირობებით. არაერთი მოქალაქე გადაარჩინეს სიკვდილს და არაერთიმნიშვნელოვანი ტერორისტი დააკავეს. ერთ-ერთი ოპერაცის მიმდინარეობის პროცესში, როდესაც მისი გუნდი და ერთ-ერთი სხვა გუნდი ერთად მოქმედებდნენ. მეორე გუნდში იმყოფებოდა Seelien-ის ძველი ამხანაგი, რომელიც ახალწვეულობის დროს გაიცნო. შენობის გაწმენდის დროს, სამწუხაროდ მისი ამხანაგი დაიღუპა, ერთ-ერთი ტერორისტის მიერ. ამ ყველაფერმა Seelien-ზე ცუდად იმოქმედა და მძიმედ გადაიტანა. შტატებში დაბრუნების შემდგომ, რამოდენიმე მედლით დააჯილდოვეს და მისი ფოტო საუკეთესო ჯარისკაცების კედელზე შემატეს. 2 წლის განმავლობაში საიდუმლო ოპერაციებზე იღებდა მონაწილეობას, რის შემდგომაც დატოვა არმია.






პოლიცის დეპარტამენტში კარიერა
2018 წელს, არმიდან დაბრუნების შემდგომ. მისი მოღვაწეობიდან გამომდინარე სურდა, რომ პარარელურად ბიზნესის გარდა ეცადა რაიმე განსხვავებული. ამიტომაც გადაწყვიტა ჩარიცხულიყო, პოლიცის დეპარტმენტში. მისი სახელმწიფოში მოღვაწეობის და მიღწევების გამო, ნახევარი წლის შემდგომ პოლიცის სერჟანტი გახდა. სერჟანტის მოღვაწეობის პერიოდში, მალევე მოუვიდა SWAT დანაყოფიდან მოწვევა. ყველანაირი ტესტი წარმატებით გაიარა და SWAT-ში განაგრძო მოღვაოწეობა, 121 დანაყოფში სერჟანტის პოზიციაზე. ერთხელ მის მორიგეობის დროს, მოხვდა ბანკის ძარცვა, რომელმაც 3 კვირის განმავლობაში გასტანა. ოპერაცია საკმაოდ მძიმე იყო, სადაც მან დიდი წვრილი შეიტანა. ოპერაციაზე არაერთი ოფიცერი და მისი დეპარტამენტის წევრი დაშავდა, რამაც მასზე გავლენა მოახდინა და უფრო ყურადღებისკენ მოუწოდა. ეს ყველაფერი იმიტორო სხვა არავინღა დაშავებულიყო.


[F.B.I]
ფედერალურ ბიუროში მუშაობისას ის შანსს არ უშვებდა ხელიდან დაუნდობლობა გამოეჩინა კრიმინალებისადმი , გინდ აყვანისას , გინდ დაკითხვისას. მისი მეთოდები საკმაოდ ეფექტური იყო რის გამოც ხელმძღვანელობა ამაზე თვალს ხუჭავდა , თავად კი ყველა საქმეს ისე აწყობდა რომ დანაშაული ერთადერთ გამოსავლად გამოჰყავდა და სამართლებრივ პასუხისმგებლობას თავს აღწევდა. იაპონურ იაკუძაზე ჩატარებული სპეც ოპერაციისას მან 50ზე მეტი მაფიოზი სიცოცხლეს დაუნდობლად გამოასალმა, დაკითხვების სერიისას კი ბევრად მეტი სასტიკად აწამა. 32 წლისამ მან პოსტი დატოვა და ყველასდა მოულოდნელად თეთრ სახლში პრემიერ მინისტრის პოსტი დაიკავა.

თეთრი სახლი
არავინ ელოდა, მაგრამ Seelien-ამ სულ სხვა იდეოლოგიის გატარება დაიწყო და არაერთი კანონი მიიღო რაც დამნაშავეებისადმი ლმობიერებას ხოლო დანაშაულისადმი ნულოვან ტოლერანტობას მოიცავდა, გაამკაცრა ნარკოპოლიტიკა და რუსეთთან ურთიერთობა გამოასწორა. ის სულ სხვა ადამიანი იყო. მისი ნათესავი ფსიქოლოგ-ფსიქიატრი იყო და სთხოვა რომ შემოწმება გაევლო, სწორედ ამ შემოწმებამ დაადგინა რომ Seelien-ს პიროვნების გაორება ჰქონდა: პირველი მე იყო გენიოსი და ლმობიერი პერსონა, მეორე კი ფსიქოპატი და სისხლმოწყურებული ასევე გენიოსი მონსტრი , მაგრამ ეს დასკვნა მათ საიდუმლოდ შეინახეს . თვენახევრის შემდეგ კი მისი ნათესავი უკვალოდ გაუჩინარდა, აშკარად ის Seelien-ამ მოკლა . ამის შემდეგ მან პრემიერის პოსტის ბოროტი გამოყენება დაიწყო: დიდი თანხების სანაცვლოდ მასონებს სახელმწიფო ინფორმაციას აწვდიდა, პარალელურად კი ღამღამობით არცთუ ხშირად მხეცურად ხოცავდა დანაშაულში მხილებულ ხალხს.დღეს ის კრიმინალთან აქტიურ ურთიერთობაშია და პარალელურად მას ანადგურებს .ახასიათებს უხეში და შეურაცხმყოფელი საუბარი ყველასადმი .


ახლანდელი დრო
გადმოსახლების შემდგომ, ცხოვრება ისევ ნულიდან დაიწყო, მაგარამ მისი სფერო ისევ ანალოგიური რჩება. უნდა, რომ ქვეყანა ისევ უკეთესობისკენ წაიყვანოს, მაგრამ რათქმაუნდა ამ ყველაფერს ხელების გასვრის გარეშე ვერ შეძლებს. მისი ცხოვრებიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი მისთვის პრობლემა არ იქნება. ოჯახის შექმნისგან, ჯერ-ჯერობით თავს იკავებს მისი მიზნებიდან გამომდინარე.

მშობლების შესახებ:

დედა

დაიბადა 1950 წლის 1 ოქტომბერს ქალაქ New York-ში. როცა ის 15 წლის იყო, გარდაიცვალა მისი მამა. , Rhaenyra სკოლაში კარგად სწავლობდა, განსაკუთრებით ლიტერატურას. 1972 წლის 25 სექტემბერს 22 წლის Rhaenyra (სიმაღლე 182 სმ, იწონიდა 62 კგ-ს) ცოლად გაყვა Rhaego Crossford-ს . 1977 ჩამოაყალიბა თავისი დიზაინის კომპანია და პარარელურად New York-ის ერთ-ერთი ცნობილი საადვოკატო ფირმა.

მამა

დაიბადა 1949 წლის 24 მარტს, კანადაში. ის იყო პირველი შვილი ერთ - ერთი შეძლებული ოჯახის. 1971 წელს ხვდება Rhaenyra -ს. მემკვიდრეობით ხვდა მამამისის კომპანია, რომელიც დამოუკიდებელი ძალოვანი კომპანია იყო. სამსახურიდან გამომდინარე, ოჯახს დიდ დროს ვერ უთმობდა. 1972 წელს დაქორწინდა Rhaenyra-ზე და 1991 წელს გაუჩნდათ პირველი შვილი. დიდი პაუზა ქონდათ ბავშვის ყოლაზე, რადგან ორივე თავისი კარიურული წინსვლით იყო დაკავებული.


მოთხოვნები:
1. ქრთამის აღება.
2. კრიმინალურ ორგანიზაციებთან კავშირი
3. არალეგალური ნივთების შეძენა/შენახვა/გამოყენება/გაყიდვა (წესების დაცვით)
4. უხეში საუბრის და უხეში მოპყრობის უფლება. (წესების და ნორმების დაცვით)
5. წამების უფლება ინფომაციის გამოძალვის მიზნით.
6. ტყულის თქმა, საკუთარი თავის სასიკეთოდ. (წესების ფარგლებში.)
7. ადამიანის გატაცება. (სერვერის წესების დაცვით.)
 
Last edited:

Lucas Nexus

New member
სერვერის მოთამაშე
მოგესალმებით თქვენი ბიოგრაფია უარყოფილია
თქვენს მიერ გადმოცემულ ისტორიაში მკვეთრად არ დასტურდება
მოთხოვნები გარდა ამისა საკითხებთან უზუსტობაა

წარმატებულ თამაშს გისურვებთ!
 
Status
Not open for further replies.
Top